დისპნოე - (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა, pnoe სუნთქვა) - სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ამ დროს ჩასუნთვის რაოდენობა ნორმაზე 25% - 30%-ით მეტია.
დატვირთული ვარჯიშები, ექსტრემალური ტემპერატურები, სიმსუქნე ან სიმაღლის ცვლილება, შეიძლება გახდეს ჰაერის უკმარისობის მიზეზი, მაგრამ თუ შეგრძნება თან გდევთ უბრალოდ თასმის შეკვრისასაც კი, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებთან გვქონდეს საქმე.
გახშირებული სუნთქვის დროს, შესაძლოა საქმე გვქონდეს გულის ან ფილტვების დაავადებასთან. ეს ორივე აწვდის სხეულს ჟანგდაბსა და გამოაქვს ნახშირორჟანგი. ამ პროცესების დარღვევა კი გავლენას ახდენს თქვენს სუნთქვაზე.
თუ პაციენტმა ჯერ არ იცის ზუსტი დიაგნოზი, უნდა მიმართოს თერაპევტს (ბავშვისთვის - პედიატრს). გამოკვლევის შემდეგ, ექიმი დაადგენს დიაგნოზს და გადაამისამართებს მას შესაბამისი პროფილის მქონე ექიმთან. თუ სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია ფილტვებთან - პულმონოლოგთან, ალერგოლოგთან, გულის დაავადებების დროს - კარდიოლოგთან, თუ მიზეზი ნერვული სისტემაა - ნევროლოგთან, ხოლო თუ საქმე გვაქვს ფსიქიკურ დარღვევებთან - ფსიქიატრთან.
სუნტქვის უკმარისობა, დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს, ამიტომ, მოგვმართეთ, რათა გამოვიკვლიოთ პრობლემის მიზეზი და დავიცვათ თქვენი ორგანიზმი.