ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი სისტემების ორგანოთა პათოლოგიით.
საყლაპავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი ხშირად გავს გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიით (მაგ. გულის იშემიური დაავადება) გამოწვეულ ტკივილს. რაც შეეხება სასუნთქ სისტემას, გულმკერდის არეში განვითარებული ტკივილს, ამ სისტემის დაზიანებისას, შეიძლება პლევრის პათოლოგიით იყოს გამოწვეული და იგი ყოველთვის დაკავშირებულის სუნთქვის პროცესთან.
ყველა შემთხვევაში ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ყრუ და სუსტად გამოხატული, ისე მწვავე და ინტენსიური. ტკივილი შეიძლება იყოს ხანმოკლე ან გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გამო განვითარებული ტკივილი ხშირადაა გამოწვეული გასტროეზოფაგური რეფლუქსით, საყლაპავის ინფექციით, სიმსივნით, საყლაპავის მოტორიკის დარღვევით ან კუჭისა და თომეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით. ასეთ შემთხვევებში ტკივილს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს წვის შეგრძნება, რომელიც გულმკერდის არიდან სახისა და ნიკაპის მიმართულებით გადაეცემა. გამოხატულია გულძმარვა. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს საკვების მიღებისას და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თუმცა შეიძლება მოხდეს პირიქითაც და ტკივილი შემცირდეს საკვების მიღების შემდეგ, რაც ჰიპერაციდული გასტრიტისა და ამ ფონზე განვითარებული წყლულოვანი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებით გამოწვეულ ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ბოყინი, გულის რევის შეგრძნება და რეგურგიტაცია. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს ყლაპვის გაძნელება, რაც უპირატესად საყლაპავის დაზიანების დროს ვითარდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დროს, როდესაც გამოხატულია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმი ან დახშობა, მწვავე შემთხვევაში, ტკივიი ინტენსიურია, გადაეცემა მარცხენა მხრისა და მკლავის მიმართულებით, თუმცა შეიძლება კუჭის არეშიც იყოს ლოკალიზირებული, რაც ხშირად ხდება დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზი. ამ დროს ტკივილს თან ახლავს ცივი ოფლი და სიკვდიის შიში. გულის კუნთის რომელიმე შრის ანთების შემთხვევაში და სისხლძარღვთა ქრონიკული შევიწროებისა და ამ ფონზე მიმდინარე იშემიური პროცესის დროს, ტკივილი უფრო ყრუ ხასიათისაა და შედარებით ხანგრძივად გრძელდება. ასეთი ტიპის ტკივილი ხშირად ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური სტრესისი პირობებში.
პლევრის პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი დაკავშერებულია სუნთქვის აქტთან, რაც აიოლებს ამ ტიპის ტკივილის დიაგნოსტიკას. ფილტვის ინფარქტის ან ემბოლიის მიზეზით გამოწვეული ტკივილი მწვავე და ინტენსიურია და მისი გარჩევა გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული ტკივილისაგან რთულია.
გულმკერდის ღრუში განვითარებული ტკივილის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია როგორც კლინიკური მონაცემების გაანალიზება, ისე სერიოზული ინსტრმენტული კვლევები.
გულმკერდის ღრუში გავითარებული მწვავე ტკივიიმწვაველის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია და შესაბამისი დახმარების მიღება.
ჩვენს კლინიკაში არის ყველა პირობა გულმკერდის ღრუში განვითარებული ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.