ვარჯიში თუ დიეტა?

Medical House ოქტ 30,2016

წონაში დაკლების ზოგადი პრინციპი საკმაოდ მარტივია - უნდა მიირთვათ ნაკლები და მეტი იმოძრაოთ.
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე მარტივიდან: იაროთ, იცეკვოთ, ჯდომის დროს ამოძრაოთ მხრები, ზემო კიდურები. ყველაზე მთავარია, გაზარდოთ დამწვარი კალორიების რაოდენობა . ამასთან, ეცადეთ თანდათან მოუმატოთ ფიზიკურ აქტივობას.

ხანმოკლე პერიოდით დიეტაზე გადასვლა და ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, მაგრამ თქვენ ისევ დაიბრუნებთ ძველ მასას, თუ არ შეცვლით წეს-ჩვეულებებს. წონაში დაკლება სხვა არაფერია, თუ არა ჩვევების უკეთესობისკენ შეცვლა.
დასაწყისისთვის საუკეთესო მეთოდია ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე კორექტივების შეტანა და მათი ბეჯითად, („ჯიუტად“) შესრულება, რასაც დროთა განმავლობაში უნდა დაამატოთ ახალი ცვლილებები და იგი ცხოვრების წესად აქციოთ.


არსებობს თუ არა მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც წონაში დასაკლებად დამეხმარება?
არსებობს გარკვეული მედიკამენტები და ოპერაციული მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებიან. მაგრამ ასეთი მკურნალობა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა საჭირო, რომლებსაც უკიდურესად გამოხატული მასის პრობლემები აქვთ და ვინც სხვა საშუალებებით ვერ ახერხებს წონაში დაკლებას, ამასთან პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ მედიკამენტური თერაპია და/ან ოპერაცია, ასევე მოუწევთ შეცვალონ საკუთარი უნარ-ჩვევები.