მედიქალ ჰაუსს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

Medical House თებ 14,2026

ჩვენს კლინიკას ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა!

სიხარულით გაცნობებთ, რომ საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსს“ TÜV Austria-ის მიერ ოფიციალურად მიენიჭა ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს ორგანიზაციების ხარისხის მართვისა და მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფის სფეროში.

აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ადასტურებს, რომ ჩვენი დაწესებულება ფუნქციონირებს გამართული მენეჯმენტის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს:
✅ პაციენტზე ორიენტირებულ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას;
✅ შიდა პროცესების ეფექტიან მართვასა და უწყვეტ გაუმჯობესებას;
✅ უსაფრთხოების, სანდოობისა და პაციენტების კმაყოფილების მაღალი სტანდარტების დაცვას.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა გვაკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას - მომავალშიც უზრუნველვყოთ სამედიცინო სერვისის მაღალი ხარისხი, განვავითაროთ შიდა პროცესები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ პაციენტების ნდობა ჩვენი კლინიკის მიმართ.

ჩვენს კლინიკას ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გადაეცა ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

ISO 9001:2015 სერტიფიკატი წარმოადგენს აღიარებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და ხარისხისადმი ერთგულების.


ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს, რომ ჩვენი კლინიკური და მენეჯერული პროცესები შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და ასახავს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და ეფექტურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

ჩვენთვის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს - იგი არის საფუძველი უწყვეტი გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების კიდევ უფრო განმტკიცების.

მადლობას ვუხდით TUV Austria-ს, Magnum Opus Consulting/ მაგნუმ ოპუს კონსალტინგი და ჩვენს ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს საუკეთესო გუნდს.