სუნთქვის ციკლის დარღვევა ძილის დროს

Medical House ოქტ 30,2016

ძილის აპნოესთვის დამახასიათებელია ძილში ხვრინვა, სუნთქვის გაჩერება რამოდენიმე

წამით და კვლავ აღდგენა.

აშშ-ში 18 მილიონ პირს აქვს დიაგნოსტირებული

ძილის აპნოე, რომელიც ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეტევისა და

არითმიის განვითარების რისკებს.


ძილის აპნოეს ახასიათებს:
დღის განმავლობაში ძილიანობა;
ადვილად გაღიზიანებადობა;
ღამით ძილის დროს სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები;
დილის საათებში თავის ტკივილი;
ყურადღების დეფიციტი;
კოორდინაციის და შრომის უნარის დაქვეითება;
პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი.
ძილის აპნოეს რისკ-ფაქტორებია:
ჭარბი წონა და სიმსუქნე. სიმსუქნე ხელს უწყობს ღამით სასუნთქი გზების შევიწროებას;
ქრონიკული ტონზილიტი და ადენოიდები ცხვირის ღრუში, რაც აფერხებს ჟანგბადის შესვლას სასუნთქ გზებში;
ალკოჰოლის და სედატიური მედიკამენტების მოხმარება, რაც იწვევს კუნთების რელაქსაციას;
ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი;
თამბაქოს მოხმარება;
ცხვირით სუნთქვის სხვადასხვა პრობლემები.
დიაგნოსტიკა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით და პოლისომნოგრაფიული კვლევით.
მკურნალობა მოიცავს რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებასა და ღამით ძილის დროს მუდმივად მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდებას.