1 წლამდე ასაკის, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების, კვების საორიენტაციო ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მივიღეთ ბევრი თხოვნა – გამოგვექვეყნებინა ანალოგიური მონაცემები ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის.
ჩვენ ვასრულებთ ამ თხოვნას და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული მონაცემები არის მხოლოდ საორიენტაციო და იგი შეიძლება გარკვეულად შეიცვალოს ბავშვის თავისებურების ( სხეულის მასა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, ტრადიციები და ა.შ.). ამასთან ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომელიმე კონკრეტულ საკვებ პროდუქტს (საკვებ ფორმულას), რადგან ეს, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის მშობლებისა და პედიატრიც გადასაწყვეტია.
და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კვების ეფექტურობა, ძირითადად, ფასდება არა იმით, თუ რამდენი საკვები მიიღო ბავშვმა და როგორია ინტერბალი კვებებს შორის, არამედ იმით, თუ როგორ ვითარდება იგი, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როდესაც ბავშვი დაბადებიდანვე მხოლოდ საკვები ნარევით იკვებება, კვებათა შორის ინტერვალის საუკეთესო ვარიანტი, 3 – 4 საათია (უპირატესად 3,5 – 4 საათი), რადგან ქალის რძისაგან განსხვავებით, ხელოვნური საკვები ნარევის გადამუშავებას მეტი დრო ესაჭიროება და ახალშობილის კუჭი, 3 საათის განმავლობაში, ვერ ასწრებს ბოლომდე დაცარიელებას.
სხვა წესები და პრინციპები, ძუძუთი კვების ანალოგიურია. სიცოცხლის პირველ თვეს, ხელოვნური ნარევით კვების დროსაც, სასურველია დაცული იყოს „თავისუფალი კვების რეჟიმი“. საკვების რაოდენობის გაანგარიშებაც, როგორც 24 საათის, ისე კვების თითოეული ჯერის მიხედვით, ხდება იგივე წესით, როგორც ამას ბუნებრივი (ძუძუთი) კვების შემთხვევაში აკეთებთ.
| ბავშვის ასაკი თვეებში | კვების რაოდენობა | საკვების რაოდენობა და დასახელება | კვების საათები |
| 1 თვის | 6 | საკვები ნარევი. 110.0 მლ. (საორიენტაციო რაოდენობა). | 6.00 9.30 13.00 16.30 20.00 23.00 |
| 2 თვის | 6 | საკვები ნარევი. 130.0 მლ. (საორიენტაციო რაოდენობა). | 6.00 9.30. 13.00 16.30 20.00. 23.00 |
| 3 თვის. | 6 | საკვები ნარევი. 140.0 მლ. (საორიენტაციო რაოდენობა). | 6.00 9.30. 13.00 16.30 20.00. 23.00 |
| 4 თვის. | 6 | საკვები ნარევი. 150.0 მლ. (საორიენტაციო რაოდენობა) | 7.00 11.00 13.00 16.30 19.00 23.00 |
| 5 თვის | 5 | საკვები ნარევი. 200.0 მლ (საორეიენტაციო რაოდენობა) | 7.00 11.00 13.00 16.30 19.00 23.00 |
| 6 თვის | 5 |
| 7.00
11.00
15.00
19.00
21.00 |
| 7 თვის. | 5 |
| 7.00 11.00
15.00
19.00
21.00 |
| 8 თვის. | 5 | ყველაფერი იგივე. ნახმობის რაოდენობა იზრდება 30.0 გრ.–ამდე. ხილის – 90.0 _ 100.0 გრამამდე. |
|
| 9 თვის. | 5 | ყველაფერი იგივე. ნახმობის რაოდენობა იზრდება 40.0 გრამამდე. ხორცის ფარში – 50.0 გრ. |
|
| 10 თვის. | 5 |
| 7.00 11.00 15.00
19.00
23.00 |
| 11 თვის. | 5 | ყველაფერი იგივე. |
|
| 12 თვის. | 4 – 5 |
| 8.00
12.00
16.00 20.00
|
შენიშვნა: დამატებითი საკვები ინგედიენტების დასახელება და რაოდენობა არის საორიენტაციო და დამოკიდებულია საკვებად გამოყენებული პროდუქტის სახეობასა და შენადგენლობაზე. ზოგიერთი, ქარხნული წესით დამზადებული, მზა საკვები პროდუქტი, მაგ. ფაფა, შეიძლება შეიცავდეს ხორცის, კვერცხის და ხილის ნარევსაც კი, რაც ხსნის ამ ინგრედიენტების დამატებით მიღების საჭიროებას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ 5 – 6 თვემდე ასაკში გამოიყენება სხვა შემადგენლობის საკვები ნარევი, ვიდრე 6 თვის ასაკის შემდეგ.
სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს (მცირე წონის და დღენაკლი ახალშობილი, ძროხის რძის შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლების აუტანლობა ან ალერგია ძროხის რძეზე და სხვა) გამოიყენება საგანგებო ხელოვნური ნარევები.