კლინიკა "მედიქალ ჰაუსში" ხველის ცენტრი იხსნება!
ხველის მიზეზი მრავალია და ეს მდგომარეობა არა მხოლოდ ფილტვების, არამედ, შეიძლება, საერთოდ, სასუნთქი სისტემის დაზიანებითაც კი არ იყოს გამოწვეული.
ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის დაზიანება, ფსიქოლოგიური განწყობა, ყურის პათოლოგია, ანთებადი პროცესები სინუსებში (სინუსიტი), პათოლოგიური პროცესები ზემო სასუნთქ გზებში (რინიტი, ადენოიდების ჰიპერტროფია, ტონზილიტი, ფარინგიტი და ლარინგიტი, ან ამ არეებში გამავალი ნერვის – ვაგუსის დაზიანება), ბრონქების პათოლოგია, ფილტვების სხვადასხვა პათოლოგია და კუჭ-ნაწლავის (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) პათოლოგიაც კი. ასევე, ზოგიერთი ტიპის მედიკამენტის მიღება.
ამიტომ, პაციენტის მოთხოვნა – მომეცით ხველის წამალი, არასწორია. რადგან ასეთი წამალი, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენს ცენტრში, პირველ რიგში, ვადგენთ ხველის მიზეზს და მხოლოდ ამის შემდეგ ვმკურნალობთ მას.
მომდევნო ინფორმაციებში, მოკლედ განვიხილავთ ყველა იმ მიზეზს, რამაც პათოლოგიური ხასიათის ხველა შეიძლება გამოიწვიოს.
როდესაც ამბობთ, რომ ხველა გაწუხებთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად, ხველის აქტი, ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) პროცესია და ის, სასუნთქი სისტემის კლირენსს (გაწმენდას) ემსახურება.
დღეისათვის მკვლევარები თვლიან, რომ 1 დღე-ღამის განმავლობაში 24 დახველება (ზოგი წერს – 48-ს) ბუნებრივი აქტია თუ ამ დროს, ხველას თან არ ახლავს სხვა პათოლოგიური სიმპტომები (სპაზმი, ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, ხმაურიანი სუნთქვა და სხვა).
ხანგრძლივობის მიხედვით, არჩევენ მწვავეს (რომელიც გრძელდება 4 კვირამდე ბავშვებში და 8 კვირამდე – მოზრდილებში) და ქრონიკულ ხველას – რომელიც ამ პერიოდზე დიდხანს გრძელდება.
მწვავე, ხველის უხშირესი მიზეზი მწვავე ინფექციებია (უფრო ხშირად ვირუსი). ქრონიკული ხველის მიზეზები მრავალია და ეს მდგომარეობა სერიოზულ კვლევასა და მკურნალობას მოითხოვს.
კვლევები, როლმებიც ხველის მიზეზების დადგენაში გვეხმარება:
როგორც უკვე ვთქვით, ხველის ეფექტური მკურნალობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ზუსტად დავადგენთ – რა არის ხველის გამომწვევი მიზეზი.
ხველის მიზეზების კვლევა, პირველ რიგში, იწყება პაციენტის მდგომარეობის კლინიკური შეფასებით და ხშირად, განსაკუთრებით მწვავე ხველის შემთხვევაში, ეს საკმარისია ხველის მიზეზის დასადგენად.
ზოგ შემთხვევაში, ხველის მიზეზი კლინიკური კვლევით გაურკვევლი ან საეჭვოა და საჭირო ხდება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ეს, ძირითადად, ქრონიკული ხველის შემთხვევაში ხდება და ასეთ ხველას, ამ ეტაპზე, გაურკვევლი მიზეზით გამოწვეულ ხველას უწოდებენ.
ზოგჯერ, მიუხედავად, მრავალი კვლევისა, ხველის მიზეზი ბოლომდე გაურკვეველი რჩება და ასეთ ხველას იდიოპათიური ხველა ეწოდება. ფიქრობენ, რომ ამ ტიპის ხველის უხშირესი მიზეზი ნერვული სისტემის თავისებურებები, სტრესები და ფსიქოლოგიური განწყობა შეიძლება იყოს.
ქრონიკული ხველის მქონე პაციენტის კვლევის აუცილებელ ჩამონათვალში შედის რენტგენოლოგიური (უმჯობესია კომპიუტერული ტომოგრაფია) და სპიროგრაფიული კვლევები.
ასევე, დადასტურებულია ურთიერთკავშირი საყლაპავის, სასულისა და ფილტვის ვაგუსურ ინერვაციას შორის.
ბოლო ხანებში ავსტრალიელი მკვლევარების მიერ დადასტურდა, რომ ხველის აფერენტული რეფლექსი შეიძლება ასოცირებული იყოს ისეთ „მცირე სტიმულებთან“, როგორიცაა ლაპარაკი, სიცილი, ტირილი, სპეციფიური სუნი, სტრესი, მოწევა და სხვა. ამიტომ, ამ ტიპის ქრონიკული ხველა შეფასებულია, როგორც ნეიროპათიური სენსორული პათოლოგია.