იწყება „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის“ და საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსი“-ს ერთობლივი რეზიდენტურის პროგრამა "საოჯახო მედიცინაში".
კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსი” უზრუნველყოფს სასწავლო მოდულების უწყვეტობასა და პრაქტიკის მაქსიმალურად ერთ კონკრეტულ ბაზაზე მაღალი ხარისხით ჩატარებას. სწავლება მიმდინარეობს ამერიკული და დასავლურ-ევროპული პროტოკოლების მიხედვით, ყოველკვირეული ონლაინ კონფერენციებით ამერიკელ ოჯახის ექიმებთან და სპეციალისტებთან. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულმა რეზიდენტებმა დააკმაყოფილონ ყველა საერთაშორისო სტანდარტი.
საბუთები მიიღება 2018 წლის 18 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო პირი: პროგრამის დირექტორი, მარიკა სუპატაშვილი, ტელ: 599 995 899. დეტალებისათვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს. წარმატებები!