როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

Medical House იან 25,2017

კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს ჰიგიენის წესების დაუცველობის შემთხვევაში იზრდება თვალის დაინფიცირების რისკი. კონტაქტურ ლინზებზე ან ლინზის შემნახველ ხსნარზე ალერგიისთვის დამახასიათებელია თვალების ქავილი, დისკომფორტი, სიწითლე, წვის შეგრძნება.

თუ დროულად არ მოხდა ოფთალმოლოგის ჩარევა, ხშირად ინფექციის შედეგად ვითარდება მხედველობის დარღვევები.
ალერგიის დროს რეკომენდებულია:

  • ყოველთვის წაიკითხოთ და დაიცვათ კონტაქტური ლინზისა და ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია;
  • აუცილებელია პაციენტმა იცოდეს კონტაქტური ლინზის გამოყენების დროს შესაძლებელია თუ არა დამატენიანებელი ან სხვა სახის თვალის წვეთების გამოყენება;
  • თუ თვლით, რომ ალერგია გამოწვეულია ლინზის შემნახველი ხსნარით, აუცილებლად გამოიყენეთ სხვა ფირმის ხსნარი;
  • თუ ალერგია გამოვლინდა ლინზის შემცველ რომელიმე ნივთიერებაზე, აუცილებელია ლინზის შეცვლა თვალის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად