ალერგოლოგია-იმუნოლოგია

იმუნიტეტი არის ოგანიზმის უნარი დაიცვას თავი ბაქტერიებით, ვირუსებით და პარაზიტებით გამოწვეული მრავალი დაავადებებისგან. ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება ვლინდება ხშირი ავადობით. შესაბამისად, ალერგია პათოლოგიურად გაძლიერებული იმუნური რეაქციაა სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებლებზე.

ალერგიის შედეგად, შეიძლება განვითარდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, ანაფილაქსია და ა.შ. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას და შესაბამისად მის კორექტირებას.

კლინიკა მედიქალ ჰაუსში არის ყველა საშუალება, რათა გაუკეთდეს პრევენცია და ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა სხვადასხვა ტიპის იმუნურ თუ ალერგიული დაავადებების დროს. მათ შორის ტარდება ალერგიული სინჯები სხვადასხვა მედიკამენტებზე. ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისა და ზოგადად სასუნთქი სისტემის შეფასების მიზნით, ტარდება კომპიუტერული სპიროგრაფია. კლინიკის ლაბორატორიაში მაღალი სანდოობით კეთდება ამ დაავადებებთან დაკავშირებული კვლევების სრული სპექტრი.