ანგიოლოგია

ანგიოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებს და ლიმფურ სადინრებს, მათი პათოლოგიების პრევენციასა და მკურნალობის მეთოდებს.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია:

  • ანგიოლოგის კონსულტაცია;
  • სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
  • ვარიკოზულად დაზიანებული არამაგისტრალური ვენების სკლეროთერაპია;
  • სისხლძარღვების პათოლოგიასთან დაკავშირებულ ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრი.

დროული დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობის მეთოდები პაციენტს თავიდან ააცილებს ბევრ უსიამოვნო გართულებას, მათ შორის მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ ორგანულ დაზიანებებს.