დენსიტომეტრია

კლინიკა მედიქალ ჰაუსში ფუნქციონირებს დენსიტომეტრიის დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე აპარატი – ორმაგ ენერგეტიკული რენტგენო აბსორბციომეტრით (DEXA-Hologic).

დენსიტომეტრია, ეს არის ყველაზე ზუსტი კვლევა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსასაზღვრად. ის საშუალებას გვაძლევს ინვაზიის გარეშე სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.

კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია ქალებისთვის 50 ხოლო, მამაკაცებისათვის 60 წლის ასაკიდან. ასევე, ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე და მეტი), ტოქსიკური ჩიყვი, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ხშირი მოტეხილობა, ტანდეგობის შეცვლა, სიმაღლეში კლება, ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა, მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა.