დერმატოლოგია-ვენეროლოგია-კოსმეტოლოგია

დერმატო-ვენეროლოგია მედიცინის დარგია, რომლიც შეისწავლის კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილების დაავადებებს, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.

დერმატო-ვენეროლოგიურ მომსახურებაში შედის:

  • კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილების დაავადეათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა;
  • სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • კანის წარმონაქმნების: მეჭეჭების (პაპილომების), კოჟრების, კონტაგიოზური მოლუსკის ელემენტების, ქსანტომების და სხვა წარმონაქმნების მოშორება .

ჩვენს კლინიკაში, წარმონაქმნების მოშორება შემდეგი მეთოდებით ხორციელდება:

  • კრიოთერაპია;
  • ელექტროკოაგულაცია;
  • რადიოტალღური კოაგულაცია;
  • ქიმიური კოაგულაცია.

დერმატო–კოსმეტოლოგია მედიცინის დარგია, რომლიც ორიენტირებულია კანის პრობლემების კოსმეტოლოგიური პროცედურების საშუალებით აღმოფხვრაზე.

კლინიკაში ტარდება შემდეგი პროცედურები:

  • სახის წმენდა, ინდივიდუალურად შერჩეული მეთოდით, რომლისთვისაც გამოიყენება თანამედროვე აპარატურული მეთოდები და მაღალი ხარისხის პროდუქცია;
  • კანის გამაჯანსაღებელი და anti age (დაბერების საწინააღმდეგო), გამაახალგაზრდავებელი პროცედურები;
  • ნაოჭების კორექცია ბოტოქსით- დისპორტით და ფილერებით;
  • მეზოთერაპია, მათ შორის პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია;
  • პილინგი;
  • თვალის ირგვლივ პრობლემური კანის მოვლის პროცედურები;
  • თმის ცვენის საწინააღმდეგო მეზოთერაპიური პეროცედურები.

აღსანიშავია, რომ ჩამოთვლილ პროცედურებს კლინკა მედიქალ ჰაუსში ატარებს მხოლოდ სერთიფიცირებული ექიმი, დერმატო–კოსმეტოლოგი.