ენდოკრინოლოგია მოიცავს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას, აღნიშნულ ჯირკვლებს წარმოადგენენ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები როგორიცაა: ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები, საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ენდოკრინული დაავადებებია: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სასქესო ორგანოების დაავადებები, სიმსუქნე და ა.შ,
კლინიკა მედიქალ ჰაუსში კვალიფიციური ენდოკრინოლოგები, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, წარმატებით ახდენენ ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.