ენდოსკოპია

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) და კოლონოსკოპია წარმოადგენს ენდოსკოპიური კვლევების აპრობირებულ და მაღალ ინფორმაციულ მეთოდს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აღჭურვილია ოლიმპუსის ფირმის თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი სიზუსტით დაისვას საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოზი (წყლულოვანი, სიმსივნური, პოლიპური და ა.შ.) ამასთან შესაძლებელია მთელი რიგი ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარება ამბულატორიულად.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ში მოქმედი პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრულია 50 წელს გადაცილებული მამაკაცების სავალდებულო კოლონოსკოპიური სკრინინგული კვლევა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით.