გასტროენტეროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, შეიმუშავებს მათი პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
კლინიკა მედიქალ ჰაუსში, ბავშვებსა და მოზრდილებს საშუალება აქვთ გაიარონ კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, ჩაიტარონ ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული თანამედროვე მეთოდებით - მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრასონოგრაფიული კვლევა, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბიოლოგიური სითხეების კლინიკური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური კვლევა.
აღსანიშნავია, რომ წყლულოვანი დაავადებების გახშირებასა და გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით, სულ უფრო აქტუალური ხდება ჰელიკობაქტერიის აღმოჩენა – დიაგნოსტირება, რაც კარგა ხანია წარმატებით ხორციელდება ჩვენს კლინიკაში.