კლინიკა მედიქალ ჰაუსის ლაბორატორია აღჭურვილია ევროპული და ამერიკული ბრენდული აპარატურით, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები, წელიწადში რამდენჯერმე უტარებენ გეგმიურ მონიტორინგს და კალიბრაციას. ეს განაპირობებს ჩატარებული კვლევებისა და ანალიზების მაღალ სანდოობას. სისტემა მთლიანად ავტომატიზირებულია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს. კლინიკაში ტარდება ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი.
ლაბორატორიაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი გარემო და პროფესიონალი ფლებისტი მედდა, რომელიც მანამდე აგიღებთ ანალიზს, სანამ თქვენ შეშინებას მოასწრებთ. განსაკუთრებულად რთულად მოსაძებნი ვენებისთვის კლინიკას გააჩნია სპეციალური, ე.წ. ვენის მოსაძებნი ხელსაწყო, რომელიც გარკვეული სპექტრის ნათებით თვალსაჩინოს ხდის სისხლძარღვის პროექციას.
კლინიკა „ მედიქალ ჰაუსი“ გთავაზობთ ბინაზე ანალიზების აღების სერვისსაც.