ნევროლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო- ინოვაციურ მეთოდებს.
- ინსულტის მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია (ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ინსულტის სიმძიმის შეფასების სკალის, ინვალიდობის მაჩვენებლის - რენკინის და ბარტელის ინდექსის გამოყენებით);
- ნეიროფსიქიატრია (კონვერსიული და სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები, ნევროტული დეპრესია-ჰოპკინსის შფოთვის და დეპრესიის შკალის (ან ჰამილტონის შფოთვის შკალის), ბეკის, ჰამილტონის, ეპიდემიოლოგიური კვლევის ცენტრის ან მონტგომერის დეპრესიის სადიაგნოსტიკო შკალების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში შემეცნებით ქცევითი და რაციონალური ფსიქოთერაპიის ელემენტების ჩართვით);
- გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები (დიაგნოსტიკა, მკურნალობა);
- მოძრაობათა დარღვევები (პარკინსონიზმი და პარკინსონული სინდრომები, ნათხემ–ვესტიბულური დარღვევები, ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია; დიაგნოსტიკა-პარკინსონის დაავადების შეფასების უნიფიცირებული სკალის გამოყენებით და მკურნალობა);
- მეხსიერებისა და ინტელექტუალური ფუნქციების რეაბილიტაცია;
- ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მიასთენია და მიასთენური სინდრომები, ჰერედიტარული მიოდისტროფიები, ანთებითი, ენდოკრინული და მეტაბოლური მიოპათიები, პოლინეირო და მრავლობითი მონონეიროპათიები-ემგ და ნერვული გამტარობის გამოკვლევის მეთოდების გამოყენებით);
- ნეიროდეგენერაციული დაავადებები (მსუბუქი კოგნიტიური დეფიციტის, ალცჰეიმერის დაავადებისა და სხვა ტიპის დემენციების დიაგნოსტიკა-სადიაგნოსტიკო შკალებით: ჩვეულებრივი და მოდიფიცირებული MMSE, CDR, შუბლის წილების დისფუნქციის და მონრეალის კოგნიტიური ფუნქციების, ფუნქციური შეფასების კითხვარის, ყოველდღიური და ინსტრუმენტული აქტივობის შკალების გამოყენებით, მკურნალობა);
- ნეიროინფექციები (დიაგნოსტიკა და მკურნალობა);
- ნეიროონკოლოგია (ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლაზიური სინდრომები).
ტკივილის თანამედროვე ინტერდისციპლინური მართვა (სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორადი თავის ტკივილები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოგენური მიელო და რადიკულოპათიები, მიოფასციური და რეგიონული გავრცელებული ტკივილის სინდრომები დიაგნოსტიკური შკალების და დღიურების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში მტკივნეული წერტილების პარავერტებრული და კუნთოვანი ბლოკადა-ინფილტრაცია, მათ შორის პერიფერიული ნერვების პერინევრალური ინფილტაცია).
პაციენტებს ხშირი ეპიზოდური, ქრონიკული შაკიკით ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ კვლევით გათვალისწინებულ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კალციტონინის გენთან შეჭიდული პეპტიდის CGRP ანტაგონისტის მონოკლონალური ანტისხეულის 4- ჯერად გადასხმას 9 თვის განმავლობაში. ამ პროგრამას, ისევე როგორც ქრონიკული ლუმბოსაკრალური რადიკულიტის დროს ნეიროპათიის მართვის პროგრამის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი, გიორგი ჩახავა.
ზემოაღნიშნულის გარდა, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით "მედიქალ ჰაუსი"-ს ნევროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილიან ნეიროსადიაგნოსტიკო კვლევების ფართო სპექტრს (1.5 და 3–ტესლიანი MRI ანგიოგრაფიული რეჟიმით, მრავალშრიანი CT ანგიოგრაფიული რეჟიმით, ფერად–კოდირებული ექსტრა/ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია დუპლექს–სკანირებით და ემბოლ–დეტექციით,,ემგ და ნერვული გამტარობის გამოკვლევის მეთოდების გამოყენებით, მულტიფუნქციური ლაბორატორიული მედიცინის კომპლექსი). კლინიკაში ფუნქციონირებს ნეირო-საკონსულტაციო სამსახური და ბინაზე ნეიროსერვისი.