ოფთალმოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის თვალის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას.
ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგიურ მომსახურებაში შედის ოფთალმოლოგის კონსულტაცია და შემდეგი კვლევები:
- ვიზომეტრია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა);
- ტონომეტრია (თვალის წნევის გაზომვა);
- რეფრაქტომეტრია (მხედველობის ანომალიების დადგენა ავტორეფრაქტომეტრზე);
- ბიომიკროსკოპია (თვალის წინა მონაკვეთის დათვალიერება ნაპრალოვან სანათზე);
- ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის დათვალიერება);
- სიელმის კუთხის დადგენა და მკურნალობა;
- სათვალის შერჩევა (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი, პრესმიოპია).