პედიატრია

პედიატრიული სამსახურის ფუნქციაა 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვთა და

მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ჩვენი სერვისები:

  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა;
  • დაავადების შემთხვევაში პაციენტის შეფასება, გამოკვლევა და მართვა;
  • ვიწრო სპეციალისტებთან კორდინირება;
  • ახალშობილთა პატრონაჟი;
  • საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით;
  • იმუნიზაცია - ეროვნული კალენდრის შესაბამისად;
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პოტენციური მშობლების ვიზიტი;
  • საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორთან კორდინირება;
  • ადეკვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

კლინიკა მედიქალ ჰაუსში თქვენ დაგხვდებათ: ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემო, პერსონალი, რომელიც მოწოდებულია მინიმუმამდე შეამციროს ტკივილის ფაქტორი სხვადასხვა მანიპულაციების დროს, ვიწრო სპეციალისტების სრული სპექტრი.