პროქტოლოგია

კოლოპროქტოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებების ეტიოლოგიის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებს.

ექიმი კოლოპროქტოლოგი აწარმოებს ყველა დიაგნოსტიკურ კვლევას, ფიზიკალურ გასინჯვას თანამედროვე ინსტრუმენტული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დიაგნოსტიკა მოიცავს სწორი და მსხვილი ნაწლავის სანათურის დათვალიერებას, როგორც სკრინინგული – პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით, ასევე დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის დროულად დასაწყებად.

კლინიკა მედიქალ ჰაუსში, ხდება პაციენტებთან პირველადი გასაუბრება, ინტერვიუირება, ფიზიკალური დათვალიერება და შესაბამისად შემდგომი გამოკვლევებისა თუ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. აქვე მიმდინარეობს კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა), განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზი, გასტროენტეროლოგთან და სხვა მომიჯნავე სპეციალისტებთან ერთად მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.