ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია - ფსიქოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით დარღვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის მეთოდებისა და ხერხების სისტემა.

კლინიკა მედიკალ ჰაუსში დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი პატარა პაციენტების როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, აქტიურად მუშაობს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან, ძირითადად მოზარდებთან, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი შფოთვა, შიში, დეპრესიულობა, ტრავმული გამოცდილება, ფსიქოსომატური ავადობა, ტიკები, ენურეზი, ენკოპრეზი, კვებითი დარღვევები, ძილის დარღვევა, ქცევითი პრობლემები: აგრესიის შეტევები, ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, კომუნიკაციის პრობლემები, თანატოლებთან კონფლიქტები, ღია დაუმორჩილებლობა, ან საკუთარ თავში ჩაკეტვა, თვით ან სხვების დამაზიანებელი ქცევა, სოციალური ადაპტაციის სირთულეები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომელთა იგნორირება, დროში გახანგრძლივება და გამყარება იწვევს უფრო ღრმა ფსიქიკური პრობლემების სიმპტომოკომპლექსის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ დროულ გამოვლინებასა და კვალიფიციურ მართვას.