ულტრასონოგრაფია

ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელი, სწრაფი და საიმედო სადიაგნოსტიკო საშუალებაა.

კლინიკა მედიქალ ჰაუსში არსებული SIEMENS-ის ფირმის თანამედროვე აპარატი, საშუალებას იძლევა ჩატარდეს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და რბილი ქსოვილის სრულფასოვანი გამოკვლევა: ღვიძლისა და სანაღვლე გზების, საშარდე სისტემის, მცირე მენჯის ორგანოების (გინეკოლოგიური) და სამეანო, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლის, პლევრის ღრუს, სისხლძარღვების დოპლერ-ულტრასონოგრაფია და სხვა.