უროლოგია

უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

კლინიკა მედიკალ ჰაუსში შესაძლებელია ყველა სახის უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მათ შორის:

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • პსა სისხლში (სკრინინგ ტესტი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისათვის);
  • ჰორმონალური კვლევა სისხლში;
  • შარდის ციტოლოგიური კვლევა;
  • სპერმოგრამა;
  • საშარდე გზების ულტრაბგერითი კვლევა დოპლერით;
  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • უროგენიტალური ნაცხის კვლევა.

კლინიკაში წარმატებით მიმდინარეობს ისეთი უროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორებიცაა:

  • პროსტატიტი;
  • ცისტიტი;
  • ბალანოპოსტიტი;
  • ფიმოზი, პარაფიმოზი, მოკლე ლაგამი;
  • აზოსპერმია;
  • შარდის ბუშტის ანთება;
  • უროგენიტალური დაავადებები;
  • თირკმლის ანთებითი დაავადებები – პიელონეფრიტი.

ამბულატორიულად ტარდება სხვადასხვა მცირე ოპერაციული ჩარევები.