რენტგენოლოგია

რუტინული კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ინფორმატიულ, ხელმისაწვდომ და არაინვაზიურ მეთოდს მრავალი დაავადების დიაგნოსტიკაში. იგი არ კარგავს თავის აქტუალობას თანამედროვე მედიცინაში. პირიქით, მაღალი დონის თანამედროვე აპარატურა და კვალიფიციური პერსონალის ერთობლიობა საშუალებას იძლევა ხშირ შემთხვევაში დაისვას უტყუარი დიაგნოზი, დამატებითი, ძვირადღირებული გამოკვლევების გარეშე. ამის ნათელი მაგალითია ჩვენს კლინიკაში არსებული უმაღლესი ხარისხის რენტგენოლოგიური აპარატურა, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების იშვიათი (იდეალური კონტრასტულობა, გამოსახულების სინატიფე, სხვადასხვა ინტენსივობის ქსოვილების იდეალური ხილვადობა) ხარისხით და მინიმუმამდე დაყვანილი სხივური დატვირთვით.

კლინიკა მედიქალ ჰაუსში ტარდება სხვადასხვა ტიპის რენტგენოლოგიური კვლევები ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის: გულმკერდის, ძვლოვანი ჩონჩხის, ხერხემლის სვეტის (ძირითადად ბავშვებში), ხერხემლის მალების, კიდურების და სხვა. კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რენტგენოლოგიური კვლევა ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებით.